Product Designer
Bank of Georgia · Tbilisi, Tbilisi ·
Posted Jul 25
Full-Time
About this role
ჩვენ, როგორც წამყვანი ბანკი ბაზარზე, ინ-ჰაუს დეველოპმენტით ფეხს ვუწყობთ თანამედროვე ტექნოლოგიურ გამოწვევებს და მეთოდოლოგიებს, ვნერგავთ ინოვაციებს და მუდმივად ერთი ნაბიჯით წინ ვართ.
საქართველოს ბანკის ელექტრონული საბანკო მომსახურების დეპარტამენტში, **გამოცდილი პროდუქტის დიზაინერის** ვაკანსია გვაქვს.
ჩვენ ვეძებთ გამოცდილ პროდუქტის დიზაინერს, რომელიც მულტიდისციპლინურ გუნდთან (პროდუქტის ოუნერებთან, ანალიტიკოსებთან, დეველოპერებთან, სკრამ მასტერებთან, UX მკვლევარებთან და UX ქოფირაითერებთან) ერთად პროექტების მართვის მეთოდოლოგიის - ეჯაილის (Agile) გამოყენებით, იმუშავებს მომხმარებლისთვის საუკეთესო გამოცდილების მქონე პროდუქტების შექმნაზე.
**ძირითადი საქმიანობები:**
- მომხმარებელზე ორიენტირებული გამოცდილების შექმნა პროდუქტის სასიცოცხლო ციკლის მანძილზე;
- პროდუქტის ანალიზი და მასზე მორგებული ინიციატივების გენერირება;
- გუნდთან ერთად კვლევის საჭიროებების განსაზღვრა, კვლევის მიგნებების და მომხმარებლის უკუკავშირის ანალიზი და მის საფუძველზე პროდუქტის მუდმივი გაუმჯობესება;
- High and low fidelity Wireframe-ების და პროტოტიპების მომზადება;
- დიზაინ სისტემის ბიბლიოთეკის კომპონენტების და მათი გამოყენების წესების შემუშავება.
**პროდუქტის დიზაინერისთვის მნიშვნელოვანია:**
- დეტალებზე ორიენტირებულობა და ყურადღებიანობა;
- ენერგიით და მოტივაციით სავსე გუნდში მუშაობის სურვილი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარები.
**საკვალიფიკაციო მოთხოვნები:**·
- პროდუქტის დიზაინერად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
- კომპლექსური Mobile და Web აპლიკაციების შემუშავების გამოცდილება;
- დიზაინ სისტემაზე მუშაობის გამოცდილება;
- Figma-ს გამოყენების გამოცდილება;
- Wireframe-ების შექმნის გამოცდილება;
- PS, AI მინიმალური ცოდნა;
- UX კვლევის საფუძვლების ცოდნა.
გახდი საქართველოს ბანკის გუნდის ნაწილი, რომ არ გაჩერდე და ბოლომდე შეძლო შენი პოტენციალის გამოყენება.
გამოხმაურებას ველით **2026 წლის 25 თებერვლამდე.**
Similar Jobs
Interested in this position?
Apply for this Job